მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება.
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის, სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ამ საჭიროებების მიხედვით.
სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მარნეულის მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს