საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
"2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა"- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.