სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

2019-11-05 11:28:11

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.

უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.