რუსთავის რომელ სასტუმროებში იყო პროსტიტუცია [video]

2019-11-02 00:12:12

შემოწმებები რუსთავის სასტუმროებში [ვიდეო/video]

"ინფო რუთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ 3 სასტუმრო შეამოწმა, 5 ადამიანი დააკავა და 20-მდე ქალი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

შშს-ში აცხადებენ რომ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასტუმრო „სელიკის“ მენეჯერი - 1971 წელს დაბადებული ხ.ბ. და სასტუმრო „თამადის“ მესაკუთრე - 1964 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1966 წელს დაბადებული დ.ხ., 1963 წელს დაბადებული დ.თ. და 1960 წელს დაბადებული ი.ჭ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის, რუსთავში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასტუმროებში გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ნომრებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.

პოლიციამ სასტუმროებში მომუშავე ქალები მოწმის სახით გამოკითხა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის არაერთგზის გადაცემის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.