ერთმანეთს 7 ავტომობილი დაეჯახა

2019-10-30 20:36:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მუხიანის გადასახვევთან.

ერთმანეთს 7 ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი და დაშავდა სამი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.