მასშტაბური კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე

2019-10-28 14:54:04

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. გარდა ამისა დაჰაკულია 2000-მდე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი.

საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამთავრობო ვებგვერდებს შორის დაჰაკულია: საერთო სასამართლოების საიტი court.ge (ასევე რამდენიმე რაიონული და სააპელაციო სასამართლოს ვებსაიტი); ბათუმის მერია და საკრებულო; ქუთაისის მერია და საკრებულო; ქარელის მერია და საკრებულო; აჭარის უმაღლესი საბჭო მუნიციპალიტეტი; სახანძრო დეპარტამენტი.

2 საათის განმავლობაში, პარალიზებული იყო საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის"(www.inforustavi.ge) ვებგვერდიც. ასევე დაიჰაკა სხვა კერძო ვებგვერდები, მათ შორისაა: მედიის განვითარების ფონდი (www.mdfgeorgia.ge); საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (www.gcrt.ge); კაქტუს-მედია (www.cactus-media.ge); თავისუფალი უნივერსიტეტი (freeuni.edu.ge); rogor.ge; arma.ge; argo.ge. topnews.com.ge; tbiliselebi.ge; გურიის მოამბე (guriismoambe.com); საქინფორმი; trialeti.ge; საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ; საზოგადოება და ბანკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო და სხვა ვებგვერდების დაჰაკვაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.