გარდაბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების განთავსებას აპროტესტებენ. ნახეთ ვიდეო
მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მანქანებს გაჩერება აეკრძალათ, იკლო მყიდველების რაოდენობამ, რის გამოც ისინი ზარალდებიან. ბაზრობაზე და ობიექტებში დასაქმებულები აცხადებენ, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვიმმართველობას და საავტომობილო გზების დეპარტამენტს. საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიიღეს წერილი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვიმმართველობამ უნდა მიღოს.
"პრობლემა იმაშია, რომ მანქანები ვერ ჩერდებიან, წერენ ჯარიმებს, რეაგირება ხდება საგზაო ნიშანთან. ნიშანია მოსახსნელი. ისინი აკეთებენ იმ საქმეს რაც ევალებათ, ამიტომ ის ნიშანი უნდა მოიხსნას. დაბლოკილია მთელი ობიექტი, ინდმეწარმეები. ვერ ვიხდით ქირას. მყიდველი სადაც გააჩერებს იქ იყიდის, აქ ვინღა დაბრუნდება. ადგილობრივი თვიმმართველობისგან წერილზე უარი მივიღეთ, მიზეზი ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ერთ-ერთი ობიეწტის მეპატრონემ.
აქციაზე მოგვიანებით მერიის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც "უნფო რუსთავთან" საუბრისას განცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემას რეაგირება მოჰყვება და ისინი მოსახლეობის პოზიციას დაიკავებენ.
"ინფო რუსთავი" კომენტარის გასაკეთებლად, ქალაქის მერს, რამაზ ბუდაღაშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.