ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-10-25 17:43:07

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

"მერსედესის" და "უაზის" მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავტომობილო გზაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.