სასამართლო პროცესზე ადვოკატი გარდაიცვალა

2019-10-25 14:05:49

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე ადვოკატი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.