ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

2019-10-25 10:54:09

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი აღმაშენებლის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.