ახალგაზრდა ბიჭი შაურმამ მოწამლა

2019-10-24 18:13:59

თბილისში, 22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში მოხვდა - ამის შესახებ, ახალგაზრდა ბიჭის დედა მანანა გოროზია აცხადებს.

დედის თქმით, 22 წლის სპორტსმენი რეაბილიტაციას გადის თუმცა, მდგომარეობა მძიმეა.

"საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს, ექიმმა უთხრა რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი. ეს დაავადება 100000 ადამიანიდან ერთს ემართება. ესაა ბაქტერია რომელიც, მთელს ორგანიზმს პარალიზებულს ხდის.
ცხელ ხასზზე დავრეკე და პასუხად მივიღე ის, რომ აღნიშნული ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და დაიხურა" - აღნიშნა დედამ.