2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
მათივე განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას, ეროვნული სასკოლო შეფასების პროექტის შესახებ გამოცდების ცენტრი საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
,,მანამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროექტის პილოტირება 2020 წელს მეათე კლასში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. პილოტირება მომდევნო სასწავლო წელს სავარაუდოდ, მხოლოდ მეოთხე და მეექვსე კლასებში ჩატარდება. პროექტზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.