ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზაზე.
მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა, არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.