რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკში, საბავშვო ველორბოლა გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პროექტის მონაწილეებმა საკუთარი შესაძლობები გამოსცადეს.
სპორტულ ღონისძიებაში, 90-მდე, 2-დან 13 წლამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
"ღონისძიება პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ბავშვებში, ახალგაზრდებში გაზრდის სპორტის სიყვარულს. დიდი მადლობა მხარდამჭერებს და პრესის წარმომადგენლებს" - განაცხადა ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა.
ღონისძიების ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა. გამარჯვებულები კი 3 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ, ისინი ორგანიზატორებისგან მედლებით და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ველორბოლა ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.