3 რუსთაველი აბიტურიენტი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

2017-03-29 22:44:46

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის საგრანტო კონკურსი "სტეპფორვარდი" ჩაატარა. კონკურსი რუსთავში 6 თვის წინ დაიწყო, გაკეთდა პრეზენტაციები სკოლებში რასაც მოჰყვა მსურველების რეგისტრაცია. კონკურსში მონაწილეობა 50 აბიტურებტმა მიიღო, საიდანაც მეორე ეტაპზე 30 გადავიდა. 30 კონკურსანტიდან კი 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მესამე ადგილზე გავიდა კერძო სკოლა "რუსთვალის" მოსწავლე, მეორე პოზიციაზე #4 საჯარო სკოლის მოსწავლე, ხოლო პირველ ადგილზე #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გავიდა. პირველ ადგილზე გასულს 10 000 ლარიანი სტიპენდია, მეორე ადგილზე გასულს 7 000 ლარიანი სტიპენდია, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 5 000 ლარიანი სტიპენდია გადაეცათ. ეს თანხა აბიტურიენტებს შეუძლიათ ვაუჩერის სახით გამოიყენონ იმ შემთხვევაში თუ სწავლას საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაწყვეტენ.

პროექტის ორგანიზატორი იყო რუსთაველი სტუდენტი დავით დგებუაძე, რომელიც ამჟამად არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი.