რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის განხილვა.

2017-03-29 13:19:27

პროქეტის ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიას განხილვის და დისკუსიის დროს, დოკუმენტის დასახვეწად საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ. შეხვედრას მოქალაქეებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად,  მხარის გუბერნატორი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

პროექტი ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. პროქეტის ხორციელდება  2016-2018 წწ. პროექტს ახორციელებს  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. საერთაშორისო პარტნიორები ნიდერლანდების თვითმმართველობების ასოციაცია (VNG), თვითმმართველობების საერთაშორისო მრჩეველთა ცენტრი (MEPCO).