კვირის ფოტორეპორტაჟი - "უცნაური" ადგილები რუსთავში.
"ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავში არსებული უცნაური ადგილები მოხვდა, სადაც ობიექტები ალოგიკურად და ერთმანეთთან შეუსაბამოდ არის განთავსებული. ფოტოებში თქვენ ნახავთ, გაჩერებას გაჩერებაზე, ხეებს შორის ამოსულ შენობას, ამოგლეჯილ ველობილიკს, საბურავებისგან შექმნილ ხელოვნურ წრეს, რომელიც ავტომობილების მოწესრიგებული მიმოსვლისთვის გაკეთდა და ა.შ.
თუ გაქვთ მსგავსი შინაარსის ფოტოები, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოგვიგზავნოთ.
საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსთავის სხვადასხვა ლოკაციებიდან.