იტალიური მედია 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეზე ახალ დეტალებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, რომელმაც ქართველ გოგონას სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.
იტალიური მედიის ცნობით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა და პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა. დაკავებული ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, 27 წლის იზა ქავთარაძე იტალიაში, მილანში, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო და იტალიაში სასწავლებლად იმყოფებოდა.