საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს

2019-04-01 11:13:51

იტალიაში, ქალაქ მილანში ქართველი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იზა ქავთარაძე 27 წლის იყო.

უწყების ცნობით, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებულია საკონსულო და იტალიაში პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედარს გადმოასვენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

იზა ქავთარაძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე ისინი განმარტებას არ აკეთებენ.