2026-04-11 17:11:06
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის დაცვის თანამშრომელი პაციენტის მნახველმა სცემა.
არსებული ინფორმაციით, კლინიკის მცველმა პაციენტის მნახველი ნათესავი კლინიკაში არ შეუშვა რადგან პაციენტთა მონახულების დრო ამოწურული იყო.
კლინიკის დაცვის და მნახველს შორის დაწყებული სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თანამშრომელს აღენიშნება მძიმე დაზიანებები და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.