რუსთავში მე-6 და მე-11 მიკრო რაიონების საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს ბინები კანონიერად დაუმტკიცდებათ.
საცხოვრებელი ბინები ოფიციალურად საკუთრებაში 350-მდე მაცხოვრებელს სიმბოლურად 1 ლარად გადაეცემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეებმა ზვიად ჭუნაშვილმა და კახა კობერიძემ მოსახლეობა მოინახულეს და ის დეტალები გააცნეს რის საფუძველზეც მათ ქონება საკუთრებაში გადაეცემათ.
"1997 წლიდან 2007 წლამდე გაცემული ორდერები სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია დგას სწორედ ამიტომ ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიცატივით უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, პრობლემის გადაჭრაში ჩართული იყო ქალაქის მერიაც რის საფუძველზეც შევიმუშავეთ გეგმა. საკითხი შეთანხმებულია ყველა ორგანოსთან და პროცესების გავლის შემდგომ ორდერის მეპატრონეს ქონება სიმბოლურად, 1 ლარად გადაეცემა", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა.