რუსთავში 2023 წელს რამდენიმე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას სხვადასხვა უწყება აპირებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, მათ ქალაქში მე-2, მე-3, მე-6 და 21-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აქვთ დაგეგმილი.
"ინფო რუსთავი" განათლების სამინისტროში არკვევს, რომელი სკოლებს განაახლებს მომავალ წელს უწყება.