2026-10-18 13:54:18
ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი და სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და ეზოში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ეხება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.