2026-10-11 23:14:07
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დროს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე.
ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.
"სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, - წერს ფარცვანია სოციალურ ქსელში.