ზებრა გადასასვლელზე სკოლის მოსეავლეს ავტომობილი დაეჯახა

2026-09-29 19:17:41

ქუთაისში, სკოლის მოსწავლეს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" წერს, შემთხვევა ქუთაისში, 13-ე სკოლასთან მოხდა. ზებრაზე სკოლის მოსწავლე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გამოცემის ცნობით, ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.  

"დღეს მე გადავრჩი, გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ", - უთხრა ბავშვის მშობელმა ადგილობრივ მედიას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.