2026-09-19 00:00:10
2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული. [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანტან, მაგისტრალზე ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი და "მერსედესი"-ს მარკის სატვირთო შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით შეჯახება იმ დროს მოხდა როდესაც "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსს ტვირთავდნენ. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 2 კაცი რომელთა ასაკი 40 წლამდეა. დაშავდა 2 ადამიანი, პაციენტების გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.