2026-09-09 17:24:18
შავ ზღვაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი, ბელგიის მოქალაქეები არიან.
ისინი სანაპირო დაცვის ჯგუფებმა გადაარჩინეს, ნაპირზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით კაჩკარის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
DHA-ს ტრაბზონის რეგიონალური წარმომადგენლის, ფატიჰ თურანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩამოვარდნის მიზეზი სავარაუდოდ ძრავის გაუმართაობაა.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.