2026-08-23 14:44:54
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
თავდაპირველად ინფორმაცია "მთავარმა" გაავრცელა.
მათი ცნობით, გარდაცვლილები დები არიან და ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, საკვები პროდუქტიტ ინტოქსიკაციაა. ცხედრები გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
როგორც მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.