2026-08-05 11:49:58
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.
ზამთრის არდადეგები 2026 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2027 წლის 15 იანვრამდეგაგრძელდება.
გაზაფხულის არდადეგები კი 2027 წლის 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით იქნება.
ხოლო უქმე დღეები როდესაც მოსწავლეები არ ისწავლიან არის:
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
7 იანვარი – შობა
19 იანვარი – ნათლისღება
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე