2026-07-30 19:03:12
ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.