2026-07-17 14:15:17
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა მოკლა.
მათივე ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც საინფოორმაციო სააგენტო „ინფორუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.