ავტოსაგზაო შემთხვევას სამხედრო ემსხვერპლა

2026-07-11 23:17:04

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი.

თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ "სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა"