2026-07-12 00:18:38
ხანძარი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გზამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ავანზე ცეცხლი რბილ სავარძელს წაეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი შესაძლოა მაღალი სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა.