2026-07-11 23:14:40
გურჯაანში ქვეითად მოსიარულე 80 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა.
"მთავარი ამბები კახეთიდან" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ეკლესიაში მიმავალი ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა თქვა, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გამოცემა წერს, რომ ქალს თავის არეში აქვს მიღებული დაზიანება და ხერხემლის მალა აქვს მოტეხილი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.