უბედური შემთხვევის დროს ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა

2026-05-27 18:41:40

ახალციხეში უბედური შემთხვევის დროს 70 წლამდე ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "იმედში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.