2026-05-14 16:28:38
ასპინძა-ახალციხის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.