2026-04-21 18:05:48
ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1687 ლარს შეადგენდა.