რუსთავი-მარტყოფის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

2026-04-06 15:47:06

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ფოლკსვაგენის” მსუბუქი ავტომობილი, ევაკუატორი და სატვითო შეეჯახა.

შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ევაკუატორის კი დაშავდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და მაშველები.