გაზის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

2026-03-27 13:07:45

წყალტუბოში, ერთ-ერთ ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით ცოლ-ქმარი, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 
ახლობლების ცნობით, ახლობლები გარდაცვლილ ქალს ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, კარის შემტვრევის შედეგად კი ოჯახის ორი წევრი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული.