ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2026-03-13 17:17:34

თბილისში, თემქაზე სატვირთო ავტომობილი ქალს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.