კლინიკა გარდაცვლილი 20 წლის გოგოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2026-03-13 13:30:11

კლინიკა „ბომონდი“ ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი 20 წლის გოგოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კლინიკის ცნობით, პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

"პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.

პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

,,კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.