2026-03-05 13:07:21
სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.
კაცმა, რომელიც დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.