2026-03-01 15:28:17
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
1 მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება შემდეგი რეისები: 7 - თელ-ავივის; 2 - შარჟას; 3 - დუბაის; 1 - აბუ-დაბის; 3 - დოჰას; 1 - კუვეითის.
ბათუმის აეროპორტიდან ოთხი რეისი სრულდებოდა ისრაელის მიმართულებით და ყველა გაუქმდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ხვალ და შემდეგ დღეებში დაგეგმილ ფრენებს.