შსს-მ 1 პირი დააკავა

2026-02-01 12:31:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთი ფედერაციის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა  ბათუმში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.