ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცი მოკლეს

2026-02-01 12:16:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.