2026-01-16 19:00:44
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მოზარდი გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდს ბარძაყის ძვალი აქვს გატეხილი და ის ოპერაციას საჭიროებს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.