გაიზრდება თუ არა პურის ფასი უახლოეს მომავალში

2026-01-14 15:08:20

უახლოეს პერიოდში, პურის ფასის ცვლილება ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.

ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე განმარტავს, უახლოეს პერიოდში პურის ფასში შემავალი კომპონენტების ფასის ცვლილება მოსალოდნელი არაა, შესაბამისად, პურის ფასი ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების საკითხს, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როგორ აისახება ეს ფასზე, რადგან „დასათვლელია“.

"დაახლოებით 1 წელია ფასი სტაბილურია, დაახლოებით 58-60 ლარის ფარგლებში. წელიწად ნახევრის წინ მატება იყო, თუმცა მერე გადათამაშება მოხდება ფასების, მათ შორის პურში. ვიცით, რომ სემეკ-მა ელექტროენერგიის გაძვირების ტენდენცია 3 თვით გადადო. წისქვილკომბინატები უფრო ელექტროენერგიაზე მუშაობს. პურის წარმოება გაზზეც არის და ელექტროენერგიაზეც. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არის ფაქტორი. აქედან გადმომდინარე, ის კომპონენტები, რომელიც თვითღირებულებაში შედის და ფასს ადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია ღია იყოს და ჩვენ ყოველთვის ამის მომხრე ვართ. ვმუშაობთ, რომ პურის ფასის ინდექსი შემოვიდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დადგინდეს პირველი, მეორე, მესამე ხარისხის ფქვილის, ქატოს ფასი, რომ პარამეტრები დალაგებული იყოს და ამაში ხორბლის ფასი იყოს გამოყვანილი. 6 ძირითადი ინგრედიენტია: მარილი, წყალი, სამუშაო ძალა, ხელფასები, თუ პურის ინდექსი იქნება ქვეყანაში შემოღებული, ეს უნდა გააკეთოს ან არასამთავრობო ასოციაციამ ან სტატისტიკის დეპარტამენტმა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შევხედოთ, რომელი კომპონენტის ცვლილებამ გამოიწვია პურის ფასების ზრდა ან კლება, რაც შედარებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.