სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე

2025-12-22 11:42:51

თბილისში აქტიურად მოწმდება ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ნაძვები და ტოტები იყიდება. უწყვეტი პატრულირება მიმდინარეობს რეგიონებში. გარემოს ზედამხედველობის სამსახური განცხადებას აქვეყნებს.

წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანის შეძენა. წიწვოვანი მცენარეების კანონიერად მოპოვება დასტურდება შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობით, ან ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით ან იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

სამართალდარღვევის სიმძიმისა და ხე-მცენარის მოპოვების ადგილის მიხედვით, წიწვოვანი ხე-მცენარეების დაზიანებაზე, უკანონოდ მოპოვებასა და ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2500 ლარამდე მერყეობს, რასაც  გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე - ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე, ხოლო დიდი ოდენობით წიწვოვანის უკანონო მოპოვების შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმა/ან თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.",- ნათქვამია განცხადებაში.

კანონობის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დაკავშირებას სთხოვს.