დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

2025-12-15 14:24:22

ზუგდიდშ დენის დარტყმის შედეგად ახალგაზტდა  გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30 წლამდე თურქეთის მოქალაქე ასრულებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.