თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრას, წინ ორ ახალგაზრდა ბიჭს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.